11:17 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 20:16:50, 1868 ნახვა

კომენტარი
ბესიკ თამლიანი - გამორიცხულია შს მინისტრის ნებართვის გარეშე, ვინმეს იარაღი აეღო

დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეზე, არის გიორგი გახარიაზე, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ბესიკ თამლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიც არ უნდა თქვას გახარიამ, რომ არ ახსოვს 20 ივნისის დეტალები, გამორიცხულია შს მინისტრის ნებართვის გარეშე ვინმეს იარაღი აეღო.

„ციხეში 300-ზე მეტი ადამიანი ჩაგვსვეს, გულდასაწყვეტია ის, რატომ და რისთვის. დიდი არაფერი მე არ გახლავართ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. იცით რა არის, ძალა ერთობაშია არ არის პარტიული სლოგანი, ეს ეროვნული სლოგანია. ვგრძობდი თქვენს მხარდაჭერას და ამიტომ ვიყავი პრინციპული, რათა ჩემი პრინციპულობა და ჯინიანობა წაადგეს წინ სხვა ადამიანებს.

გახარიამ თქვა დამავიწყდაო 20 ივნისი. იცით რა არის, ასეთი გახარიები მომავალშიც რომ არ მოვიდნენ, რომ არ დაავიწყდეთ ის რა ჩაიდინეს, უნდა დაიდგას ერთი მონუმენტი, რომელიც იქნება შემახსენეველი იმისა, რომ როცა ხალხი ჩამოდის პროტესტის სახით, ამას უნდა მოუსმინო.

დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეზე, არის გიორგი გახარიაზე, რამდენიც არ უნდა თქვას, რომ არ ახსოვს, გამორიცხულია შს მინისტრის ნებართვის გარეშე ვინმემ აიღოს იარაღი. მისი პასუხი, არის უსუსური შს მინისტრის პასუხი. მე ვფიქრობ, რომ 20 ივნისის მონუმენტი უნდა დაიდგეს, რომ მომავალში მთავრობამ იცოდეს, რომ ხალხს უნდა მოუსმინონს“, - განაცხადა თამლიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics