|
2020-06-16 13:05:47, 1157 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ჩვენ ავამოქმედეთ „მწვანე კორიდორები" სხვადასხვა ქვეყნებთან მეზღვაურთა დროული დაბრუნებისთვის
საქართველოში მეზღვაურის პროფესია „საკვანძოდ" გამოცხადდა. შედეგად, გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში უფრო მარტივად დაბრუნდებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მეზღვაურები დაბალი რისკის მქონე პირებს წარმოადგენენ, რადგან მათ პანდემიის გამო ნაპირთან კონტაქტი შეზღუდული აქვთ. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნების გამარტივებული პროცედურა არ გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების შერბილებას. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დღეის მდგომარეობით 600-ზე მეტ მეზღვაურს გაუწია დახმარება. ჩვენ ავამოქმედეთ „მწვანე კორიდორები" სხვადასხვა ქვეყნებთან მეზღვაურთა დროული დაბრუნებისთვის," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესის სტიმულირების მიზნით რამდენიმე გემი სრულიად გათავისუფლდა საქართველოს პორტებში შემოსვლისთვის დაწესებული საფასურისგან, როდესაც მათი შემოსვლის მიზანი მხოლოდ ეკიპაჟის შეცვლა იყო. მეზღვაურთა „საკვანძო პროფესიად" გამოცხადებას ითვალისწინებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება საქართველოში მეზღვაურთა გადაადგილებისას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების შესახებ. მის მიზანს პანდემიის პერიოდში საქართველოში მეზღვაურების შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამით საქართველო იმ სახელმწიფოებს შეუერთდა, რომლებმაც განსაკუთრებულად აღნიშნეს მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობა პანდემიის პერიოდში მსოფლიოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის საზღვაო გზით მიწოდების უზრუნველყოფის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) ერთობლივად აღიარეს მეზღვაურები, როგორც Key Workers (საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებად) და მოუწოდეს წევრ სახელმწიფოებს შეზღუდვების მაქსიმალური შემცირებისკენ მეზღვაურების მგზავრობის და გემზე ასვლის მიმართ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)