12:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 12:56:41, 1437 ნახვა

კომენტარი
რურუა - რუსეთის ხელისუფლებაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ამავე მეთოდებით ებრძვის

„მინდა შევეხო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას. რუსეთის ხელისუფლებაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ამავე მეთოდებით ებრძვის“, - ამის შესახებ მთავარი არხის ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

დღეს გიორგი რურუას პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება, პროცესზე მოწმეები გამოიკითხნენ.

„მინდა შევეხო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას, რომელიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლებაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ამავე მეთოდებით ებრძვის.

ხელისუფლება ცდილობს დაბნეულობის შემოტანას ჩვენში. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და სიმართლის დადგენას არ ემსახურება. მე მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცე“, - განაცხადა გიორგი რურუამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics