|
2020-06-12 18:32:14, 1858 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - ღარიბაშვილი ივანიშვილის „კლოუნებს“ შორის პირველ ან მეორე ადგილზეა
„ღარიბაშვილი ივანიშვილის „კლოუნებს“ შორის პირველ ან მეორე ადგილზეა სამარცხვინო „კლოუნობის“ საკითხში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ქვეყნის გამოწვევების ნაცვლად, ძირათადად თავის რეპუტაციასა და იმაზე თუ, როგორი გაღიზიანებულია ოპონენტების საფუძვლიანი კრიტიკის გამო. „ღარიბაშვილი ივანიშვილის „კლოუნებს“ შორის პირველ ან მეორე ადგილზეა სამარცხვინო „კლოუნობის“ საკითხში და მან პარლამენტში მისვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს. ქვეყნის პრობლემებისა და ჩვენი გამოწვევების ნაცვლად, ძირათადად მის რეპუტაციაზე და იმაზე ილაპარაკა, როგორი გაღიზიანებულია ოპონენტების საფუძვლიანი კრიტიკის გამო. მართლა პირველყოფილი შეხედულებების ადამიანია. საკუთარი რეპუტაცია მას გონია, რომ არის იგივე, რაც ჯარისკაცებისა და შეიარაღებული ძალების რეპუტაცია, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ ჩვენი ქვეყნისთვის. მართლა ასე გონია ამ კაცს, რომელიც კორუფციისა და ნეპოტიზმის სიმბოლოდ იქცა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ.
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)