12:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 14:16:20, 2225 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ძლიერია

დღევანდელი ჯარი 10 წლის დინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის ფორმატში“ წარდგენისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს 10-წლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუსავება.

„დღეს შემიძლია, თამამად გითხრათ ძვირფასო დეპუტატებო, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია. თუმცა ჩვენი თავდაცვის ძალებიდან მისი შესაძლებლობების უფრო ეფექტური და თანმიმდევრული გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს 10-წლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება. ეს იქნება თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ამ დოკუმენტით მოხდება ჩვენი ქვეყნის მთლიანი რესურსის მობილიზაციის გზების, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა სამთავრობო უწყებების როლის განსაზღვრა მთავრობის ერთიანი და კოორდინირებული ძალისხმევის ფარგლებში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics