|
2020-06-12 14:07:08, 2247 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის რუსული ოკუპაცია უმთავრეს გამოწვევად რჩება
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატზე გამოსვლისას, რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპაცია დღეს არსებულ ყველაზე მთავარ გამოწვევად რჩება. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო საქართველომ ურთულესი უსაფრთხოების გარემო. „ჩვენ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ ურთულესი უსაფრთხოების გარემო და ყოველდღიურად გვიწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება. რეგიონის მნიშვნელობის ფონზე იკვეთება საქართველოს წინაშე, ისევე როგორც მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე მომდინარე პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები, რომელთა პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქნილი და ეფექტიანი თავდაცვითი შესაძლებლობების არსებობას. შავი ზღვა კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია და იქ განლაგებული რუსეთის თანამედროვე საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო კომპონენტებით ფორმირებული შეზღუდული წვდომის ზონები, მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონზე დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წვდომას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)