12:43 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 11:17:05, 3229 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - კონგრესმენების მოხსენება ივანიშვილისთვის განაჩენია

კონგრესმენების მოხსენება ივანიშვილისთვის განაჩენია, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრი სერგი კაპანაძე 13 კონგრესმენის ანგარიშს განაცხადა.

კაპანაძე აღნიშნავს, რომ კონგრესმენებმა პრაქტიკულად თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას.

„ეს მოხსენება არის განაჩენივით. პრაქტიკულად მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას. ეს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანოს ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე, იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, ქვეყნის მართვა გააგრძელოს ადამიანმა, რომლის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება გააჩნიათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს.

ძალიან ნათელია, ვის უჭერს და ვის არ უჭერს მხარს დასავლეთი და ნათელია, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე, რისი გამოვლინებაც არის ეს ძალიან შემაშფოთბელი და ძალიან მწვავე მოხსენება“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ „ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics