|
2020-06-11 10:12:57, 2183 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: გვარამია და, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში
„არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების საფუძველი იყო გვარამიას განცხადება, რომელიც დაემუქრა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის მხარდამწერებს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრებიდან განკვეთით. ეს იყო მისი მუქარა. ჩვენ მოვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამაზე რეაგირება", - ამის შესახებ „ ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პოსტვ"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რითაც გვარამია მაშინ დაემუქრა ადამიანებს, ეს გაკეთებული აქვთ იმ ცხრა წლის მანძილზე. „ამიტომ მოვითხოვეთ არასამთავრობოების მყისიერი რეაგირება, მაგრამ ნაცვლად რეაგირებისა, დაიწყეს ჩივილი და მოგვიანებით გააკეთეს ისეთი განცხადება, რომ გვარამიას არ სჭირდებოდა მათი დაცვა, ანუ მთლიანად გაამართლეს გვარამია, რომელმაც გააკეთა ასეთი უმძიმესი განცხადება. ჩვენ ვიცით, რომ გვარამია და ნაციონალური მოძრაობა ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ოპოზიცია გახდა ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული მუქარაა სახეზე, რომლის აღსრულებასაც ის ჰპირდება ქართულ საზოგადოებას. როგორ შეიძლება ასეთი განცხადება გაატარო და ამაზე არ გქონდეს რეაგირება, თუმცა ეს არის ორმაგი სტანდარტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)