|
2020-06-10 12:23:48, 1943 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - ჩვენი გადაწყვეტილებების პროცესი გამჭვირვალეა, ზოგჯერ ჩემზე მეტი ჟურნალისტებმა იცით
ჩვენი გადაწყვეტილებების პროცესი გამჭვირვალეა, ზოგჯერ ჩემზე მეტი ჟურნალისტებმა იცით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს, არჩევნებიდან გამომდინარე პოლიტიკური სპექტრი არის ტოქსიკური და პოლიტიკური ნიუსების ნაცვლად, მედია „ფეიკნიუსებზეა" დაყრდნობილი. „პოლიტიკური სპექტრი, სამწუხაროდ, არჩევნებიდან გამომდინარე ძალიან ტოქსიკურია დღეს. მედიას რომ გადაავლოთ თვალი, შინაარსობრივ პოლიტიკურ ნიუსს ვერ ნახავთ. არის პროპაგანდა, რომელიც „ფეიკნიუსებზეა“ დაყრნობლი. ჩვენი მიზანია, რომ თუნდაც მედიაკულტურა ნაბიჯ-ნაბიჯ ავამაღლოთ. ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად. მე არავინ არანაირ მითითებებს არ მაძლევს. ჩვენი გადაწყვეტილებების პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე. ზოგჯერ ჩემზე უფრო მეტი, თქვენ იცით“, - განახადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)