|
2020-06-10 12:25:19, 2123 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - 20 ივნისის აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ
20 ივნისის აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“, ზოგადად, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე 20 ივნისის აქციაზე საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. კაპანაძის თქმით, 20 ივნისს იქნება აქცია, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები გამოვლენ, რათა გაიხსენონ ის მძიმე დღეები, რაც შარშან ამ პერიოდში ხედებოდა. „რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“ იქნებიან. ზოგადად, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ, სულ ასე აცილებს ხოლმე როდესაც რაიმე შეფასებას აკეთებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „200 „ნაციონალის“ შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)