|
2020-06-09 17:33:25, 1945 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - მხოლოდ ბრიყვმა ადამიანმა შეიძლება იპოვოს პარალელი 20 ივნისის ამბებსა და აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს შორის - ისეთმა როგორიც ღარიბაშვილია
მხოლოდ ბრიყვმა ადამიანმა შეიძლება შეადაროს 20 ივნისის ამბები იმასთან, რაც აშშ-ში ხდება, მარტო ბრიყვმა შეიძლება იპოვოს პარალელი, ისეთმა როგორიც არის ღარიბაშვილი, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აშშ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მხოლოდ მავნებელმა შეიძლება ეს რაიმე სახის არგუმენტად გამოიყენოს ქვეყნის შიგნით სამოქალაქო თავისუფლების დათრგუნვისათვის. „ეს დღე აწუხებთ, როგორც დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ მათ როგორც მავნებლებსა და უკეთეს შემთხვევაში უპასუხისმგებლო მხარდამჭერებს, ჩვენი მტრის ხაზის ჩვენ ქვეყანაში გატარებით პასუხი გასცა. მოდი ასე გეტყვით, მხოლოდ უკიდურესად ბრიყვმა ადამიანმა შეიძლება შეადაროს 20 ივნისის ამბები იმასთან, რაც დღეს ჩვენს სტრატეგიულ, პარტნიორ ქვეყანაში და მსოფლიოში თავისუფალი ქვეყნის ლიდერ აშშ-ში ხდება. მარტო ბრიყვმა შეიძლება იპოვოს პარალელი, ისეთმა როგორიც არის ღარიბაშვილი. მხოლოდ მავნებელმა შეიძლება ეს რაიმე სახის არგუმენტად გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის შიგნით სამოქალაქო თავისუფლების დათრგუნვისათვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ის, რაც დღეს აშშ-ში ხდება, დაუშვებელია და ამასთანავე, მიუღებელია ის აგრესია და ვანდალიზმი, რომელიც თან ახლავს ამ არამშვიდობიან, აგრესიულ, ძალადობრივ აქციებს. ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი რამ ჩვენ გასული წლის ივნისში გამოვცადეთ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)