|
2020-06-09 11:41:26, 2374 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ ძველ ქვეშში 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა იგება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. პროეტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. „სოფელ ძველ ქვეშში გზის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზაზე ბეტონის საფარი იგება. ჩვენ განსაკუთრებით დიდი ყურადღებას ვაქცევთ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ამ მხრივ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. არჩევანს უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ბეტონის საფარზე ვაკეთებთ, რადგან მას ექსპლუატაციის დიდი ვადა გააჩნია და მოსახლეობისთვისაც ძალიან კომფორტულია. კორონავირუსის პანდემიის გამო თოთოეულ ობიექტზე მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების წესები, რათა ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების აღსრულებას ჩვენ სისტემატიურად ვაკონტროლებთ",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)