|
2020-06-04 20:33:13, 3486 ნახვა
კომენტარი
კობახიძის განცხადებით, 120/30-ზე დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 120/30-ზე იძლევა დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საშუალებას. „ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, უკვე გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე იმ სისტემას, რომელიც არის შემოთავაზებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - ეს არის დაბალი საარჩევნო ბარიერი, რაც აძლევს პოლიტიკურ პარტიებს იმის საშუალებას, რომ შედარებით მარტივად მიიღონ საპარლამენტო წარმომადგენლობა და საპარლამენტო მანდატები. ეს არის 1%-იანი ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არის გამრავლებული საარჩევნო ბარიერი საარჩევნო ბლოკებისთვის. რამდენი პარტიაც იქნება ბლოკში წარმოდგენილი, იმდენპროცენტიანი ბარიერი არის მისთვის დადგენილი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი განმარტებით, ნებისმიერ საარჩევნო სისტემას ორი მიზანი აქვს: ერთი - უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის სტაბილური განვითარება, მეორე - უნდა უზრუნველყოს პლურალიზმის მაღალი ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში და საპარლამენტო სპექტრში. „ამ შემთხვევაში, ეს ორივე მიზანი არის სათანადოდ მიღწეული. ერთი- სტაბილურობა სათანადო დოზით იქნება უზრუნველყოფილი ამ საარჩევნო სისტემის საფუძველზე და მეორე - პლურალიზმის ძალიან მაღალი ხარისხი გვექნება. სავარაუდოდ, 6-7 პოლიტიკური პარტია მაინც გადალახავს იმ საარჩევნო ბარიერს, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით არის დადგენილი. შესაბამისად, ყველა ის ზოგადი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული საარჩევნო სისტემის შემუშავებისას, არის ამ შემთხვევაში დაცული და ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ სისტემამ უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პარლამენტის წევრს, მხარი დაუჭირონ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)