|
2020-06-03 11:36:25, 1133 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი: ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ჩვენი ჯარი და ჩვენი უწყების მიერ გატარებული რეფორმები
„ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე და განახლება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოვახერხოთ ჩვენი თავდაცვის ძალების მოდერნიზება და ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა. ამ მხრივ, ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ჩვენი ჯარი და ჩვენი უწყების მიერ გატარებული რეფორმები“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპაციის პარალელურად საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე ხელის შემშლელ ფაქტორებსაც შეეხო. „ისეთი საკითხი, როგორიც ნატოში დამატებით ახალი წევრის მიღებაა, ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. დღეს ასეთი თანხმობა არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი არჩევანი და პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მოთმინება და სტრატეგიული მზადება. ეს არის ძალიან რთული გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას საჭიროებს, როგორც რუსეთის ფაქტორის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კონსენსუსის მიღწევას. იმ მომენტში, როდესაც იქნება საერთო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უნდა ვიყოთ მზად, რომ გავხდეთ ნატოს სრულფასოვანი წევრი“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ოკუპაციის საკითხსაც შეეხო და ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით პარალელი ყოფილ და ახლანდელ ხელისუფლებებს შორის გაავლო. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა ოკუპაციის დაკანონება, მთელი სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსეთზე და რუსეთის ტანკების დაბრუნება. „ჩვენი ხელისუფლება გონივრული, ამავდროულად, პრინციპული პოლიტიკის მეშვეობით თავიდან აცილებს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ ტრაგედიას. ერთადერთი ხელისუფლებაა "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც ჩვენს ქვეყანას ომი არ გამოუცდია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)