|
2020-06-01 10:33:12, 1299 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ჩვენი გარემო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე გაამახვილა. „გარემოსდაცვითი საკითხები ჩვენი ხელისუფლებისათვის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. გარდა ამისა, მთავრობამ სულ ახლახანს დაამტკიცა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ნორმატივები, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და ცირკულარული ეკონომიკის - მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენ, პარლამენტთან ერთად, მიმდინარე წელს, ინიციატივებსა და საკანონმდებლო აქტებზე აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ, რაშიც ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში სამინისტროს, პარლამენტის, დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია ის უმნიშვნელოვანესი კანონები, რომლებიც იქნა მიღებული და რეფორმები, რომელიც განხორციელდა. „ტყის კოდექსი არის ტყის მოვლის სავალდებულო წესების დადგენა და ამით ყველაფერი ნათქვამია. უმნიშვნელოვანესია ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც კანონპროექტების აღსრულებისთვის ჩვენი დონორი ორგანიზაციები გაგვიწევენ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვა ევროპული პრინციპების შესაბამისად განხორციელდება. მინისტრი ასევე შეეხო ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, დაცული ტერიტორიების გაფართოება-დაარსების საკითხებს და სხვა არაერთ გარემოსდაცვით საკანონმდებლო რეფორმასა და ინიციატივას, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)