|
2020-05-31 14:52:13, 1387 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: როდესაც მთელი მსოფლიო ვირუსს ებრძვის, უსაფრთხო მიმართულებად დასახელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია
ცნობილმა სამოგზაურო ორგანიზაცია - European Best Destinations რომელიც მილიონობით მოგზაურს, მსოფლიოში წამყვან მედია პლატფორმებს და ტურისტულ ორგანიზაციებს აერთიანებს საქართველო კორონავირუსისგან უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია, თბილისი და ბათუმი კი ევროპაში 10 ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. აღნიშნულის შესახებ შეფასება გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. მისი განცხადებით, ბათუმი აქამდეც მიმზიდველი ქალაქი იყო ტურისტული თვალსაზრისით, თუმცა ასეთი სახის შეფასებები ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. ,,საერთაშორისო მოგზაურთა პლატფორმის მიერ ბათუმი და თბილისი დასახელდა ევროპის უსაფრთხო ქალაქების ტოპ-ათეულში. მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხო ქალაქად დასახელება. დარწმუნებული ვარ, ეს დაეხმარება ტურისტულ სეზონს. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმი დასახელდა კორონასგან თავისუფალი და უსაფრთხო ქალაქი, ამავე დროს, დასახელდა კრიმინალისგან თავისუფალი ქალაქი. ჩვენთან 5-ჯერ ნაკლებია კრიმინალი, ვიდრე, თუნდაც იგივე, ევროპის წამყვან ქალაქებში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. European Best Destinations-ის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებებად დასახელებულია: ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, გდანსკი, რიგა. European Best Destinations-ი არის ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)