01:56 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 13:01:57, 1277 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი

„ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა წყალტუბოს პროექტზე და განაცხადა, რომ 29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც ყველამ მოვისმინეთ.

„29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი, ან საქართველო რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული, მუდმივად გვატყუებენ, მუდმივად ვართ უკიდურეს სიღარიბეში და ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. 

ეს სასტუმრო არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე და ასეთი სასტუმრო აქ ათობით არის, ასეთი გაჩერებული პროექტი ათობითაა. იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე, 350 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის, გააჩერეს ეს პროექტი. ახლა მითხრეს, რომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, საერთოდ, ციხეში ზის იმიტომ, რომ ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა მან, როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს, 11 წელის მიუსაჯეს თურმე ამ ადამიანს.

 მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში იმიტომ, რომ ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
თბილისის ორივე სანაპირო გადაკეეტილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics