20:30 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 19:53:47, 3013 ნახვა

რეგიონი
დღეს სოფელ მუშევანში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის გაფართოებული შემოწმება ჩატარდა

დღეს სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის გაფართოებული PCR ტესტირება განახორციელეს. სოფელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს. ადგილზე 9 ბრიგადა მუშაობდა. დღეს სოფელ მუშევანიდან ლუგარის კვლევით ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.

PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა, ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსი 56 მოქალაქეს დაუდასტურდა, ყველა მათგანი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, არიან გამოჯანმრთელებულებიც.

დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელ მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 100-ლარიანი სასურსათო პაკეტები გადასცეს.

,,სოფელ მუშევანში ეპიდსიტუაციის კონტროლისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა მოსახლეობის პისიარ ტესტებით შემოწმება ჩაატარეს, ლუგარის ცენტრში სულ გამოსაკვლევად 574 ნიმუშია გადაგზავნილი.

მოგეხსენებათ, სოფელი მუშევანი ერთ-ერთია იმ ორი დასახლებიდან ,სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სოფელი 25 აპრილს ჩაიკეტა, ჩვენი მოქალაქეები ზრუნვის გარეშე ერთი დღე არ დაგვიტოვებია. ამ დროის განმავლობაში არაერთი პრევენციული ღონისძიება გავატარეთ, პერიოდულად ვეხმარებოდით მოწყვლადი კატეგორიის ადამიანებს, თუმცა დღეს დავიწყეთ ყველა ოჯახისთვის 100-ლარიანი სასურსათო პაკეტების დარიგება. ყველაფერს აკეთებენ ეპიდემიოლოგები იმისთვის, რომ ამ სოფელში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს და ვიმედოვნებ, მუშევანიც მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანი-ბანი: მარტივი სახელმძღვანელო ახალბედა ტრეიდერებისთვის
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics