2020-05-28 14:06:03, 1012 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი სახელმწიფოს გადაცემულ ტყეებზე - პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ
პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ, თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს - ამის შესახებ, ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების განუცხადა, კითხვაზე - სჭირდება თუ არა ეკლესიას ტყე. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ საჭირო იქნება, ეკლესია ტყეს სახელმწიფოს უკან დაუბრუნებს. „ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ და ჯალალედინი რომ მოვიდეს, ანგრევდეს ეკლესიას, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ჯალალედინი იქნება კარგი. მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში და მანახეთ თუ არის ის პირველადი ტყეები. იქ დაბადებული არ ვარ, თორემ იქაც ვიზრდებოდი. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგ ლობირებდა. ყველაფერი გინდათ მალაპარაკოთ? როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ? რა მოიგო საქართველომ? ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა. ძველად იყო შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს. სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიყიდა თავისი? მიიღეს ტყის მართვის კანონი და იმ ტყის კანონში არის ეკლესიაზე მუხლი. თუ შეიძლება ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს? ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, თუ საჭირო იქნება, სახელმწიფოს დავუბრუნოთ. ამერიკაში ან ევროკავშირის ქვეყნებში რომ ასეთი კითხვა დაგესვათ, ვინმე პასუხის ღირსად გაგხდიდათ? კანონი კანონია. თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოკითხეთ. ჩვენ კანონის აღსრულებაზე ვართ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|