|
2020-05-28 12:38:21, 1287 ნახვა
კომენტარი
ბესელია კობახიძეზე - შეიძლება ხიბლშია და ჰგონია კარგია, მის მართლა გოიმურ ფრაზებს რომ იმეორებენ
დროა, ირაკლი კობახიძეს ვინმემ ურჩიოს, რომ როცა ამ ფრაზებით საუბრობს, საკუთარ თავს იხასიათებს, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც „პრემიერ-მინისტრმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარა“. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ასეთი ფრაზები არ შეეფერება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და მის სტატუსს. „შეიძლება, მას ეს ფრაზები ძალიან მოსწონს, მაგრამ ეს შეუსაბამოა პარლამენტის ყოფილი თავმჯდარისთვის, ასევე მისი სამეცნიერო ხარისხიდან გამომდინარე და მისი სტატუსისთვის. შეიძლება, თავად ხიბლშია და ჰგონია, რომ კარგია, მის მართლა გოიმურ ფრაზებს რომ იმეორებენ, მაგრამ ცუდია, როცა ამ ფრაზებს რამდენჯერმე იყენებს ადამიანი, ვინც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ქართულ ლექსიკონში არის ძალიან მდიდარი სიტყვები, მათ შორის თუ უნდა კრიტიკულად გამომხატველი. თუ ძალიან გაუჭირდა, შეგვიძლია, ეს სიტყვები შევაშველოთ“, – განაცხადა ბესელიამ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)