19:45 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 17:22:22, 1088 ნახვა

კომენტარი
გახარია - ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს როგორც ტურისტული ბრენდის სიძლიერე

„ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს როგორც ტურისტული ბრენდის სიძლიერე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტებისთვის ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო, ხოლო ჩვენი ტურისტული ბრენდის სიძლიერეს უნდა დავუმატოთ საქართველოს, როგორც კოვიდ free და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყნის იმიჯი.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის, აქ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ საზღვრები გავხსენით და ეს ხალხის ასე უკონტროლოდ შემოვიდა, არაა. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ სუფთა დერეფნებზე, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ ძაან მაღალ დონეზე, დეტალურად.

ყველა ხედავს რა ხდება მეზობლებთან, ამიტომ აქ ინტერესი სერიოზულია და სერიოზული დასაბუთება მოგვიწევს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი  არ დადგება რისკის ქვეშ. ამიტომ იქნება მწვანე დერეფნები. მაგალითებს გეტყვით და ეს პროტოკოლები უკვე დამუშავებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად. მაგალითად საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72 საათიანი პისიარ ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ქვეყანაში ვერ შემოვა.

ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს როგორც ტურისტული ბრენდის სიძლიერე. პირიქით ჩვენ ტრადიციებს, ჩვენს სტუმართმასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი ,საქართველო როგორც კოვიდ free და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა“, - განაცხადა გახარიამ





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics