|
2020-05-27 15:52:18, 1133 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი შეკითხვა, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით და შეურაცხმყოფელიც არის
„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი შეკითხვა, რომელსაც ასე თუ ისე, საქმიანი ხასიათი აქვს, შეფუთულია პოლიტიკური სპეკულაციით და შეურაცხმყოფელიც არის, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელზეც სტრასბურგიდან 55 საქმეა ჩამოსული, რომელიც ადასტურებს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და რა თანხაზეა საუბარი, რომელიც უნდა სახელმწიფომ დღეს გადაიხადოს იმ სისხლიანი დანაშაულებებისთვის, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა", - ამ კითხვით საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ მიმართა. გია ვოლსკი, ასევე, დაინტერესდა, რა ღონისძიებებით შეხვდება საქართველო წინასაარჩევნოდ კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღას და რა გამოცდილება მიიღო ამ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ. „არჩევნების პერიოდს უწევს გამოცხადებული შესაძლო მეორე ტალღა და წინასაარჩევნო პერიოდი. ასევე, როგორც ოქტომბრის პერიოდი, უნდა დაიგეგმოს, განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ეს სერიოზული გამოცდა პოლიტიკურ სფეროში წარმატებით გადავლახოთ. აქ იყო კიდევ შეკითხვა, თუ როგორ გავართმევთ დამკვირვებლების დიდი რაოდენობის ჩამოსვლას. მესამე შეკითხვა არის გამოცდილებასთან დაკავშირებით - რა გამოცდილებით მივდივართ, რა სისუსტეები გვიჩვენა ამ პერიოდმა, რომელიც შემოდგომაზე უნდა გავითვალისწინოთ და თუ გვქონდა ასეთი გამოცდილება გასული პერიოდიდან, 2005-დან ან 2008 წლებიდან, რა დაგვიტოვა იმ პერიოდის მთავრობის საქმიანობის გამოცდილებამ", - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პრემიერ-მინისტრს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)