11:10 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 14:56:00, 903 ნახვა

კომენტარი
კახიძე გახარიას - საპენსიო ფონდში დაგროვილ ფულს, რომელიც შავი დღისთვის იყო გადანახული, მოქალაქეებს რატომ არ უბრუნებთ?

ფულს, რომელიც წაართვით მოქალაქეებს და უთხარით, რომ შავი დღისთვის იყო გადანახული, რატომ არ უბრუნებთ?, - საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს საპენსიო ფონდში დაგროვილი საკუთარი თანხა.

„ჩემი კითხვა ეხება მოსახლეობის დანაზოგს, რომელიც მთავრობის ინიციატივით არის დაგროვილი მთავრობის საპენსიო ფონდში და დღვანდელი ძალიან მძიმე ვითარების მიუხედავად, თქვენ არცერთ გამოსვლაში არ გიხსენებიათ განიხილება თუ არა აღნიშნული თანხის მოსახლეობისთვის დაბრუნება. 2019 წლიდან მოყოლებული, გადასახადის სახით, თქვენ საქართველოს დასაქმებულ მოქალაქეებს და ასევე მათ დამსაქმებლებს, იძულების წესით, ართმევთ თანხას და აგროვებინებთ საპენსიო ფონდში.

დღეის მონაცემებით, აღნიშნულ ფონდში არის დაგროვილი 772 მილიონი ლარი, ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფული. მაგალითად, 1500 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანს აღნიშნულ ფონდში უკვე დაგროვილი აქვს მინიმუმ 980 ლარი, რომელსაც თქვენ მათ არ უბრუნებთ. ამის გარდა, ფონდში თანხა გადარიცხული აქვს ბიზნესსაც, რომელსაც ასევე უდიდეს შეღავათს მისცემდა ამ ფულის მათთვის უკან დაბრუნება.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ამ სქემით მოსახლეობას ეს ფული უკვე გაუფასურდა. მაგალითად, 980 ლარი შარშან მაისში იყო 350 დოლარი, ხოლო ახლა არის 300 დოლარი. მაგრამ ამ ფულს რატომ არ უბრუნებთ, ბატონო გიორგი? ფულს, რომელიც წაართვით, უთხარით რომ შავი დღისთვის იყო გადანახული და დღეს, როცა ყველაზე მეტად უჭირთ და სჭირდებათ, მაინც არ უბრუნებთ, რატომ?“ , - განაცხადა ოთარ კახიძემ.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics