01:27 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 11:40:04, 785 ნახვა

კომენტარი
თურნავა - ჩეხმა კოლეგამ აღგვიქვა პოლიტიკური მხარდაჭერა, მხარი დაუჭიროს როგორც ორმხრივი ტურისტული კავშირების სწრაფ აღდგენას, ასევე საინვესტიციო პროცესების აქტივიზაციას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩეხეთის ვიცე-პრემიერთან, მრეწველობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრთან კარელ ჰავლიჩეკთან  ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის საკითხებზე გამახვილდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ჩეხეთში საქართველოს ელჩი მარიამ რაქვიაშვილი.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ჩეხმა კოლეგამ აღგვიქვა პოლიტიკური მხარდაჭერა და მზადყოფნა, რომ მხარი დაუჭიროს როგორც ორმხრივი ტურისტული კავშირების ძალიან სწრაფ აღდგენას, ასევე საინვესტიციო პროცესების აქტივიზაციას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს აქტიური ეკონომიკური პარტნიორია და ყოველწლიურად იზრდება ჩეხური კომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკაში, სატრანსპორტო, ფარმაცევტიკისა და წარმოების სექტორებში საქმიანობენ.

მინისტრის განცხადებით, მზარდია ჩეხეთიდან ტურისტების რაოდენობაც. „2019 წელს ვიზიტორების 19-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ კეთილსაიმედოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩეხეთი იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტები უკვე ივლისში ჩამოვლენ საქართველოში," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საავიაციო კომპანიებმა - „აირზენამ" და „ვიზეირმა" მზადყოფნა გამოთქვეს, განაახლონ ფრენა ჩეხეთსა და საქართველოს შორის. „პანდემიამდე ისინი საკმაოდ მაღალი სიხშირით დაფრინავდნენ და იმედი მაქვს, რომ ახლაც აღნიშნული მიმართულება ასეთივე მოთხოვნადი იქნება," - განაცხადა ნათია თურნავამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics