17:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 15:20:20, 1050 ნახვა

კომენტარი
მამუკა ხაზარაძე - დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ შევქმნით ბედნიერი და რეალიზებული ადამიანების ქვეყანა

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტის შენობის წინ გამართა გამოფენა "26  მაისი დამოუკიდებლობის 102 წელი".

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები და წევრები.

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„დღეს 26 მაისია, დღე, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას ზეიმობს.

დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა გამარჯვების ახალი ისტორია უნდა დავწეროთ!

დღეს 2020 წლის 26 მაისია - საქართველოს ისტორიის ახალი ნიშნული, ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპი. დღე, როდესაც უნდა გავაკეთოთ არჩევანი, როდესაც უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გმირი წინაპრების გზა და ავაშენოთ ის ქვეყანა, როგორიც მათ სურდათ, როგორზეც ოცნებობდა თუნდაც მერაბ კოსტავა, რომლის დაბადების დღეცაა.

ჩვენ დღეს უნდა გავუმკლავდეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, გავიმარჯვოთ ხილულ თუ უხილავ მტერზე - ვირუსზე, ეპიდემიაზე, ეკონომიკურ კრიზისზე, სიღარიბეზე, კორუფციაზე, უნიათო ხელისუფლებაზე, გავიმარჯვოთ შიდა და გარე მტერზე -  ოკუპაციაზე, სახელმწიფოს მიტაცებაზე, ჩვენი შვილების მომავლის წართმევის მცდელობაზე.

ლელო სწორედ ეს ახალი ძალაა, ლელო ახალი იმედია! ახალი გამარჯვება!

ჩვენ შეგვიძლია, თქვენთან ერთად - დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად დავძლიოთ კრიზისი, შევქმნათ ძლიერი ეკონომიკა, სამართლიანი და ერთიანი სახელმწიფო, ბედნიერი და რეალიზებული  ადამიანების ქვეყანა. ჩვენ შეგვიძლია, ერთად გავიმარჯვოთ

საქართველოსთვის.

ყველას გილოცავთ 26 მაისს! ერთად გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics