20:56 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 17:38:54, 972 ნახვა

რეგიონი
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ლენტეხსა და გურჯაანში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი -  RS CAR ლენტეხსა და გურჯაანში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს ადგილზე მოემსახურა.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მეწარმეებს  მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციები, ასევე საგადასახადო შეღავათებზე დაწესებული რეგულაციები  გააცნეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. ამასთან, მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპენსაციის მიღებით დაინტერესებულ პირებს, ახალი პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

მომავალი კვირიდან, მოძრავი სერვისცენტრი კვლავ სისტემატურად, საქართველოს მასშტაბით, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, გაუწევს მომსახურებას მაღალმთიან რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics