02:50 - 25 May, 2020
2020-05-22 13:08:06, 291 ნახვა

კომენტარი
გამყრელიძე - ყველაზე მძიმე ეპიდ ვითარება ქვემო ქართლის რეგიონშია, რის გამოც სოფელი მუშევანი და გეტა ჩაკეტილი დარჩება კიდევ 28 დღე

სოფელი მუშევანი და გეტა დარჩება ჩაკეტილი, იმ დრომდე ვიდრე ყველა ადამიანის გამოკვლევა და იდენტიფიცირება არ მოხდება. ბოლო ორი 14 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ამ სოფლების გახსნის საკითხიც დაისვას - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ცხელ წერტილად რჩება სოფელი - მუშევანი და გეტა, სადაც სერიოზული კვლევები მიმდინარეობს.

„დილის მონაცემებით გვაქვს სულ 723 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული, რომელიც გამოვლინდა 45 707 გამოკვლეული შესაძლო შემთხვევიდან. სულ ქვეყანაში ჩატარებულია 48 290 PCR კვლევა ჩატარდა, ლაბორატორიული კვლევები გაცილებით მეტია, სწრაფ ტესტებსაც თუ მიამატებთ, დაახლოებით 5-დან 10 ათასამდე გაიზრდება ეს რაოდენობა.

ზოგადად ყველაზე დაძაბული სიტუაცია ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა ქვემო ქართლის რეგიონში და კერძოდ, სამ მუნიციპალიტეტში - ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში. მთლიანად ამ სამ მუნიციპლაიტეტზე მოდის 36% მთელი ინფიცირებულების ქვეყანაში და ყველაზე მაღალი, ახალ ინფიცირებულთა მაჩვენებლი ბოლნისში ფიქსირდება და 161-ს შეადგენს. ინდიკატორი კი, 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე მაღალი სწორედ იქ არის, შემდეგ მოდის თეთრიწყარო და მარნეული. თეთრიწყაროში იყო 58 ინფიცირებული დაფიქსირდა და ბევრი უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც, ხოლო მარნეულში 38.

 რაც შეეხება სოფელ გეტას, ჩვენ მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ. ეს არ არის დიდი სოფელი, დაახოებით 400-მდე ადამიანი სახლობს. გამოვიკვლიეთ 320 ნიმუში და 18 დადებითი იყო ანუ 7% იყო დადებითობის მაჩვენებლი. ყველა გადაყვანილია საავადმყოფოებში და მიმდინარეობს მკურნალობა. ხოლო რაც შეეხება სოფელ მუშევანს, ეს უფრო მოზრდილი სოფელია და აქ ჩვენ გამოგამოვიკვლიეთ 522 ადამიანი დღემდე. სულ არის 700-მდე მოსახლე და დამყოლობა არ იყო ძალიან მაღალი, ანუ აქტიურად არ თანამშრომლობდნენ გამოკვლევებზე, მაგრამ დავარწმუნეთ და დღესაც გრძელდება ეს. იქ 55 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, ანუ 10%-ში გვაქვს დადებითობა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გავაქვს სწორედ სოფელ მუშევანში. 12 სიკვდილიდან 3 გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. სავარაუდოა, რომ სოფელი მუშევანი და გეტა დარჩება ჩაკეტილი, იმ დრომდე ვიდრე ყველა ადამიანის გამოკვლევა და იდენტიფიცირება არ მოხდება. ბოლო ორი 14 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ამ სოფლების გახსნის საკითხიც დაისვას ,“- განაცხადა გამყრელიძემ.




ავტორი: გვანცა ტეტელოშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

17 მაისის ონლაინ დემონსტრაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics