|
2020-05-22 13:20:48, 1333 ნახვა
კომენტარი
ნინო წილოსანი: ტყის კოდექსის მიღებით სრულდება ტყის გამოყენების მავნებლური პრაქტიკა ქვეყანაში
„დღეს ჩვენ ტყის კოდექსს ვიღებთ და ეს არის სექტორის რეფორმის დასაწყისი. ამით ათწლეულების მანძილზე ტყის დაცვის, ტყის მოვლის და მისი გამოყენების მავნებლური პრაქტიკა ქვეყანაში სრულდება და გადავდივართ ახალ ევროპულ სტანდარტებზე",- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ნინო წილოსანმა კოდექსის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის გერმანიის ელჩს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჰუბერტ ქნირშის პლენარულ სხდომაზე დასწრება კიდევ ერთხელ ადასტურებს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერას სექტორის რეფორმის მიმართ. „საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი მეგობარი დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ამ თემით დაინტერესებული პირების და სამინისტროში გარემოს და ბუნების დაცვაზე თავდადებული ადამიანების დახმარებით, ჩვენ მივიღებთ კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ტყის უსამართლო ჭრის და ლიცენზიების მავნე პრაქტიკას, უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ინვენტარიზაციას, სავალდებულო მოთხოვნად აწესებს ტყის მოვლის სამოქმედო გეგმების შემუშავებას, აჩენს ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივ საფუძვლებს, ახდენს ტყის კატეგორიზაციას, ტყეების მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, იძლევა საშუალებას, როგორც მერქნული, ასევე, არა მერქნული რესურსების გამოყენების, ტყის მართვის ორგანო ხე-ტყის დამზადებას განახორციელებს უკვე ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე და იფუნქციონირებს სამეურნეო ეზოები, სადაც მოხდება ტყის რესურსის დამზადება, რომელსაც ექნება როგორც სოციალური, ასევე, ეკონომიკური ეფექტი",- განმარტა ნინო წილოსანმა. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რეფორმაზე მუშაობის პროცესი ხანგრძლივი და მასშტაბური იყო და ტყის კოდექსი „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების" (GIZ) დახმარებით შემუშავდა. მისივე განმარტებით, კანონპროექტი, მისი ტექსტი, სტანდარტები და რეგულაციები ყველა სტეიკჰოლდერთან არის შეთანხმებული. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც არის ყველას ინტერესში, რომელიც იცავს ყველას ინტერესს და რაც მთავარია, იცავს გარემოს დაცვით პრინციპებს და ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემას",- აღნიშნა ნინო წილოსანმა. მისივე განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით, კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომელიც 3500 ჰექტარი ტყის მასივზე მეტყევის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს. „არსებული ცვლილება, მეტყევეების რაოდენობას, დაახლოებით, გააორმაგებს, რეგიონების მასშტაბით დასაქმებული პროფესიონალი ადამიანების რაოდენობას გაზრდის, მათ შორის, პროფესიული განათლების მიმღებთათვისაც იქნება დასაქმების შესაძლებლობა",- განაცხადა დეპუტატმა.
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



