07:54 - 25 May, 2020
2020-05-22 10:39:03, 329 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონზე - ბრძოლამ, როგორც ჩანს, გამოიღო შედეგი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის დამტკიცების საკითხს, რომლის მიხედვითაც შეზღუდვების შემოღება მთავრობას არა უვადოდ, არამედ დროის რაღაც პერიოში შეეძლება.

ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლებას, მთავრობისთვის შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილების უვადოდ გადაცემაზე, ხელი ააღებინა.

„ბრძოლამ როგორც ჩანს გამოიღო შედეგი იმიტომ, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ამგვარ ბლანკეტურ შეუზღუდავ უფლებამოსილების გადაცემას მთავრობისთვის უვადოდ, რადგან კობახიძემ გააჟღერა კონკრეტული ჩამკეტი მექანიზმის შემოღება, რომლიც მხოლოდ გარკვეული პერიოდის მონაკვეთში მისცემს მთავრობას ამ უფლებამოსილებას. ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა ვნახოთ ეს კონკრეტული ფორმულირება და შევაფასოთ რამდენად იქნება ის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.




ავტორი: მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

17 მაისის ონლაინ დემონსტრაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics