06:58 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 09:41:49, 1600 ნახვა

მსოფლიო
რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ქუვეითური მედიაც ეხმაურება

ქუვეითის პრესა ფართოდ აშუქებს  რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქუვეითში გამომავალი წამყვანი გამოცემები ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ გამოფენას ეხმიანებიან.

„საქართველოს მთავრობა გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოების დახმარებას პროცესების დარეგულირებაში და მოუწოდებს მთავრობებსა და გაერო-ს წევრ ქვეყნებს გააძლიერონ ძალისხმევა, რათა რუსეთის ფედერაციადაემორჩილოს მასზე საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალიწინებით დაკისრებულ ვალდებულებებს” - ნათქვამია გაზეთ Kuwait Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

უწყების ინფორმაციით, ომის წლისთავზე ასევე წერენ ისეთი გამოცემები, როგორიც არის: „Alanda”, „Alqabas”, „Al-Seyassah”, „Aljazira”, „Alrai” და „Alnahar”.

ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, ფოტო გამოფენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ელჩმა  პრეს-კონფერენცია მოიწვია. როლანდ ბერიძემ ადგილობრივ ჟურნალისტებს  ინფორმაცია მიაწოდა 2008 წლის ომის, მისი მძიმე ჰუმანიტარულ-პოლიტიკური შედეგებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პერმანენტული  დარღვევების შესახებ, მათ შორის ხაზი გაესვა მოსკოვის მხრიდან წარმოებულ   საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას.  ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული კვარტლური ანგარიშების (I და  II კვარტლის) პრეზენტაცია.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics