21:48 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 17:59:28, 1291 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი - საქართველომ, ცოტა ხნის წინ, ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა

„საქართველომ ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა, რომელსაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს შესაბამისი განაჩენი გამოუტანეს“, - ასე მიმართა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

მისივე თქმით, ახალმა კორონავირუსმა 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ შეიწირა ასობით ადამიანის სიცოცხლე, ათასობით დასახიჩრდა და დაიკარგა საქართველოს ტერიტორიის 1/3.

„დღეს ამ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ ყოველგვარი სინანულის გარეშე გადაიაროს ამ ყველაფერმა, აქეთ გვასწავლი ჭკუას და აქეთ ასწავლის ხელისუფლებას როგორ მოიქცეს. სინამდვილეში, ყველაზე დიდი ეპიდემია, რა თქმა უნდა პოლიტიკური,  ჩვენს რეალობაში არის „ნაციონალური მოძრაობა". კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ თქვენი პარტიული ინტერესის მიღმა არაფერი დგას - არც ადამიანთა სიცოცხლე, არც ჯანმრთელობა და არც არაფერი. თქვენთვის ერთადერთი კრიტერიუმი არის ვიწრო პარტიული ქულების დაწერე წინასაარჩევნოდ და თქვენ მეტი ინტერესი ამ კუთხით არ გაგაჩნიათ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics