22:24 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 12:29:37, 1407 ნახვა

კომენტარი
კახიანი რურუას პატიმრობაში დატოვებაზე - სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში

„სასამართლო არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების  მიღებაში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია და საუბარი იყო მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მისივე თქმით, პროცესი გრძელდება და საბოლო ჯამში რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო შემდგომ პერიოდში გამოჩნდება.

„ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, სასამრთლოს არ ჰქონდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ შეცვლილიყო აღკვეთი ღონისძიების გარემოება და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.​

შეგახსნებთ, რომ დღეს, სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics