|
2020-05-14 15:43:34, 2168 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის სამინისტრო - ახალშობილი, რომელიც ოჯახს ჩამოართვეს, ამჟამად სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშაა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, მიმდინარეობდა ინფორმაციის გაცვლა სამედიცინო დაწესებულებასა და სააგენტოს შორის, შეფასებული იქნა რისკები და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მოხდა ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა. ოჯახი ცხოვრობს მძიმე სოციალური პირობებში. შეფასება განხორციელდა საქმეში ჩართული სოციალური მუშაკების მხრიდან, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ ახალშობილის მშობლებს. ოჯახი ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაში და სააგენტო გაძლიერებულ მონიტორინგს აწარმოებს ოჯახში დარჩენილი ორი არასრულწლოვანის მდგომარეობაზე. ახალშობილი ამჟამად იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მის გაშვილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა არის უკიდურესი ზომა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მნიშვნელოვანი რისკის შემცველი გარემოებები უდევს, თუმცა ვინაიდან საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განმარტოს საქმეში არსებული დეტალები.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)