|
2015-08-20 10:31:33, 531 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშელი აშშ-ის არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებში სიტყვით გამოვიდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“ სიტყვით გამოვიდა. თინათინ ხიდაშელმა საკუთარ მოხსენებაში უკრაინის კრიზისზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პერსპექტივებზე, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს „ვარშავის სამიტზე“ დასავლეთის ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრის თქმით, არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, პოლიტიკური რეალიები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ერთმანეთი სჭირდებათ. საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური განხილვა შედგა „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოშიც“. დახურული ფორმატის შეხვედრაზე დისკუსია საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაცვის მინისტრი აშშ-ში კვლევით ორგანიზაციებსა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა. „ჰაიფაქსის ფორუმისა“ და „მაკკეინის ინსტიტუტის“ ერთობლივ ღონისძიებაზე თინათინ ხიდაშელმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მკვლევარების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე მიწვეული ექსპერტები და მკვლევარები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებით დაინტერესდნენ. კითხვაზე, როგორია თავდაცვის მინისტრის პროგნოზი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თინათინ ხიდაშელმა უპასუხა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკების „გავლენის სფეროებად“ განხილვა ხელს უშლის როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ისე რეგიონის უსაფრთხოების გარემოს სტაბილურობას. თავდაცვის მინისტრმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ეშტონ კარტერთან შეხვედრის შთაბეჭდილებებიც გაუზიარა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს, მისი ვიზიტის ფარგლებში გამორჩეულად პოზიტიური და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები ასევე გაიმართა „CNAS“-ში და „ბრუკინგსის ცენტრში“. „ბრუკინგსის ცენტრი“ თავდაცვის, უსაფრთხოების და სტრატეგიული განვითარების საკითხებზე მუშაობს და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არასამთავრობო ორგანიზაციად მიიჩნევა.
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)