22:13 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 10:18:46, 302 ნახვა

კახა კახიშვილმა სამინისტროს 2015-2017 წლების სტრატეგიული გეგმა მოისმინა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს 2015-2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის I და  II კვარტლების შესრულების ანგარიში წარუდგინა. 

ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეტალურად განიხილეს სამინისტროში განხორციელებული პროექტები და სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები წარადგინეს. 

მინისტრი დაინტერესდა, კონკრეტულად როდის გაიწერება ვადები, რომლის განმავლობაშიც მოხდება აღნიშნული გეგმების განხორციელება. კახა კახიშვილის განცხადებით, დეტალურად უნდა განისაზღვროს თითოეულ პროექტზე პასუხისმგებელი პირი, იმისთვის, რომ სისტემის ევროსტანდარტებამდე მიყვანა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. 

,,სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად  განვიხილეთ სამინისტროს სტრატეგია 2015-2017 წლისთვის. კმაყოფილი ვარ შესრულებული სამუშაოთი, მაგრამ  ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, მომავალ პრეზენტაციაზე ძირითადი აქცენტი გააკეთონ  არა იმაზე, რაც გაკეთდა, არამედ, რაც არის გასაკეთებელი. ჩვენ უფრო დეტალურად უნდა გავწეროთ კონკრეტულად ის ვადები, რა ვადებშიც ვაპირებთ სისტემის გაუმჯობესებას და ასევე მივუთითოთ, ვინ იქნება პასუხისმგებელი პირი, რომ მაქსიმალურად ეფექტურად შევძლოთ სისტემაში ევროსტანდარტის დამკვიდრება.“ - განაცხადა კახი კახიშვილმა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შემდეგი სამუშაო შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics