|
2020-05-11 16:02:11, 1471 ნახვა
კომენტარი
გახარია - კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნის დაყენება, ინსტიტუტების შეურაცხყოფაა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხის შესახებ კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ მსგავსი მოთხოვნების დაყენება ინსტიტუტების შეურაცხყოფაა. გახარიას თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი 8 მარტის შეთანხმებისას განხილვის საკითხი არ ყოფილა. „საერთოდ რაიმე სახით ამ შეთანხმების, საარჩევნო სისტემის, საკონსტიტუციო ცვლილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ვერც წარმომიდგენია. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი. ახლა რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების საკითხს. მსგავსი მოთხოვნების დაყენება ინსტიტუტების შეურაცხყოფაა. ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ კონკრეტული სასამართლო პროცესები, რომლებიც არის დასრულებული, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადმიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი, ან შეიძლება ვიღაც ამბობს, რომ სამართლებრივი თემები, რომლესაც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო. ჩემთვის ეს არის უბრალოდ შეუძლებელი, ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო მსგავსი პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)