|
2020-05-09 13:09:59, 1832 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - ბატონ გახარიას აღარ ახსოვს ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი
"როგორც ჩანს პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნა და აღარ ახსოვს ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. ის მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, რომ უმჯობესია პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდეს 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში და შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე. "როგორც ჩანს პანდემიის ფონზე ბატონ გახარიას მეხსიერებამ უმტყუნა და აღარ ახსოვს ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ბოდიშებით, რომ ესაუბრებოდა და კვლავ წერტილებით დაიწყო საუბარი. პოლიტპატიმრებს ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად გავათავისუფლებთ ან არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ. ბატონ გახარიას კი მინდა ვუთხრა , მისთვის და მისი პოლიტიკური პატრონისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სჯობს, რომ ეს გათავისუფლება მოხდეს 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში და შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ "საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!"
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)