|
2020-05-07 15:54:52, 1495 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზად ვიქნებით
„ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე - 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზად ვიქნებით“, - ამის შესახებეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ყველაფერი, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისად განხორციელდება. „ტურიზმის გახსნის მესამე ეტაპზე, 1-ელ ივლისს მზად ვიქნებით, მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები. ამ მომენტს დაემთხვევა სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა „უსაფრთხო დერეფნების" შესაბამისად. ამავე პერიოდში, მოხდება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე. გეგმის წარდგენა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)