|
2020-05-06 16:19:27, 2004 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი: უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში წარმოდგენილი მასალა, წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ს საელჩოს განცხადებებთან
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ფრიდომ ფაუსის" ანგარიშში მოყვანილ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის ხელყოფის მხრივ გაუარესებული ვითარებაა, კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან. „მმართველი გუნდი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შესაბამის ანგარიშებს. აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ უცნაურია, რომ „ფრიდომ ფაუსის" ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან, რომლებიც მათ სასამართლო სისტემაში ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით გააკეთეს. სწორედ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები, კერძოდ სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა, შეფასებულია როგორც მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად სასამართლო სისტემების მეტი დამოუკიდებლობისთვის, მეტი განვითარებისთვის და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალეობისთვის", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)