|
2020-05-06 13:09:01, 1480 ნახვა
კომენტარი
თინა ბოკუჩავა - გასაკვირი არ არის, რომ Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს ინდიკატორი გაუარესდა
„გასაკვირი არ არის რომ Freedom House-ის ანგარიშში გაუარესებულია საქართველოს ინდიკატორი“, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ Freedom House-ის ანგარიში. მისი თქმით, ამავე ანაგარიშში დასახელებულია რეიტინგის გაურესების ორი მთავარი მიზეზიც. „გასაკვირი არ არის რომ Freedom House-ის ანგარიშში გაუარესებულია საქართველოს ინდიკატორი, ამისთვის არსებობს კონკრეტული მიზეზები, რომელბიც დასახელებულია ამავე ანგარიშში - ერთი, პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება, რასაც ივანიშვილი მუდმივად აკეთებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და მეორე, ის, რომ ივანიშვილმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც საქართველო გადავიდოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს ორი მიზეზი კონკრეტულად არის გამოყოფილი, თუ რატომ გაუარესდა საქართელოს რეიტინგი ანგარიშში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, რომ Freedom House-ის ანგარიშის თანახამდ საქართველოს რეიტინგი გაურესდა. ორგანიზაციამ ქვეყანას 3.25 ქულა მიანიჭა, საქართველო კი, კვლავ რჩება ჰიბრიდულ სახელმწიფოდ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)