|
2020-05-06 11:43:25, 1037 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიებს მადლობა გადაუხადა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს და ყველა შესაბამის სამსახურს მადლობა გადაუხადა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიო პანდემიის პირობებში, მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. „მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. არა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს წლის დასაწყისში ხორციელდებოდა, თუმცა სამუშაოები არ შეჩერებულა და ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ხაზი მინდა გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე თვალნათლივ გამოჩნდა. ეს არის გამწვანების სამუშაოები, რომელიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში განვახორციელეთ. ეს იმ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც „ეკოსერვის ჯგუფში“ მუშაობენ, რისთვისაც მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის, ასევე, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება. „მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ ყველა კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო გადაადგილება და ადამიანების სამუშაოებზე მოყვანა, პროექტები ერთი დღითაც არ გაჩერებულა. მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილისის განვითარების ფონდს“, თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს. სწორედ მათი შრომის შედეგია, რომ ქვეყანაში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, არ გაჩერებულა თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე განცხადებით, თბილისის რაიონების გამგებლები საჭიროების მქონე ოჯახების დახმარების კამპანიაში არიან ჩართული. „მინდა ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო გამგებლებს, გამგეობისა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, ასევე, ყველა იმ მოხალისეს, ვინც ჩართულია ამ პროცესში, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი დახმარება და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)