|
2020-05-05 18:10:30, 1468 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - საქართველოში პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არსებობს
საქართველოში პირადი დაცვის საშუალების დეფიციტი არ ყოფილა და არც დღეს დგას - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პირადი დაცვის საშუალებების ხარჯვა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს. „დღემდე საქართველოში არის საკმარისი რაოდენობის პირადი დაცვის საშუალებები. ჩვენ გვაქვს შემუშავებული გარკვეული პროტოკოლები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ხარჯვა. ხარჯვის აღწერა მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში, როგორც სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ასევე დაავადებათა კონტროლის პერსონალისთვის გაცემული საშუალებების და ასევე თითოეული იმ საავადმყოფოს აღჭურვილობის, რომელსაც ჩვენ მათ უსასყიდლოდ გადავცემთ. ჩვენი შესყიდვების სამსახური აგრძელებს მუშაობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ჩვენ გვაქვს მოწოდებული ის რაოდენობები, რომლებიც ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს ინფექციის მართვის სრულ პერიოდზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის, რომ ეტაპობრივად შევიძინოთ ეს დაცვის საშუალებები, რათა არ მოხდეს ქვეყანაში დეფიციტი, თუმცა ამის საშიშროება არც ყოფილა და არც დღეს არ დგას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)