|
2020-05-04 12:52:15, 1771 ნახვა
ეკონომიკა
სებმა, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ანგარიშგების წარდგენის ვადა, მიმდინარე წლის 31 მაისამდე გადაწია
საქართველოს ეროვნული ბანკი არასაბანკო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს. ვიდეო კონფერენციის ფორმატში ამჯერად სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხდვედრა გაიმართა. როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ფინანსური, ისე მომხმარებელთა მომსახურების კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებს. ასევე იმსჯელეს, საქმიანობის აღდგენისა და შემდგომ პერიოდში ორგანიზაციების თანამშრომლების და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე. „ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ანგარიშგების წარდგენის ვადა, კიდევ ერთხელ, მიმდინარე წლის 31 მაისამდე გადაწია, რაც მათი საქმიანობის აღდგენის ვადის გახანგრძლივებით არის განპირობებული. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს კომუნიკაციას არასაბანკო სექტორთან, რათა ახალი კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მინიმალური დანაკარგებით დაძლევის მიზნით, მისი მანდატის ფარგლებში აღმოუჩინოს მხარდაჭერა“, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)