|
2020-05-04 12:38:38, 1327 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი სურვილია, რომ გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მათი სურვილია ეკონომიკის გახსნის გეგმები დააჩქარონ, რათა ხელი შეუწყონ ეკონომიკის განვითარებას. ტიკარაძის თქმით, ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კერძო სექტორის ჩართულობასა და სოციალურ პასუხისმგებლობას. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა დეტალურად იმ ექვს გახსნის ეტაპზე, რომელიც მანვე წარადგინა. ჩვენი სურვილია, რომ ეს გახსნის გეგმები დავაჩქაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას. სწორედ ახლა დადგა ის დრო, როცა ჩვენს კერძო სექტორს ეკისრება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის სამსახური უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს იმისათვის, რომ მათ შეძლონ გააქტიურება და გახსნის ღონისძიებები დაჩქარება. ამისათვის საჭიროა მათი რეგისტრაცია და მათი მზაობის დაფიქსირება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მინისტრი მოუწოდებს ბიზნესებს, რომ დროულად გაიარონ რეგისტრაცია, რათა ღონისძიებები შეფერხების გარეშე განხორციელდეს. „მე მოვუწოდებ ყველას, რომ მოხდეს დროული დარეგისტრირება და დროული მომზადება იმისათვის, რომ მთავრობის მხრიდან დაგეგმილი ყველა ღონისძიება განხორციელდეს ყველანაირი შეფერხების გარეშე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)