|
2020-05-01 18:02:39, 1413 ნახვა
კომენტარი
სახალხო დამცველი - პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ფართოდ დადგა დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის საკითხი
სახალხო დამცველი მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს შრომითი უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს. მათი ცნობით, პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ფართოდ დადგა დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის საკითხი. „1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა, რომელიც აღნიშნავს მშრომელთა ისტორიულ ბრძოლას მთელ მსოფლიოში და სიმბოლურად დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობებით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს შრომითი უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებს, რაც დღევანდელი მსოფლიო პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მძაფრია. პანდემიისა და მის სამართავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად მრავალი დასაქმებული დარჩა სამსახურის გარეშე, შეუმცირდა ანაზღაურება ან მოუწია უხელფასო შვებულებაში გასვლა, ხოლო დასაქმებულთა ნაწილი დიდი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას (მაგალითად სამედიცინო მუშაკები, სუპერმარკეტების და აფთიაქების თანამშრომლები და სხვა), ზოგ შემთხვევაში არანორმირებულ რეჟიმშიც (მაგალითად პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები). პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ფართოდ დადგა დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის საკითხი. აღნიშნულ საკითხებს სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა და მომავალშიც მიადევნებს თვალყურს ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)