|
2020-05-01 17:26:35, 1610 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაციის საკითხს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაციის საკითხს. თამარ ბარკალაია აღნიშნავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნესსექტორი, პირველ რიგში, აუცილებელია გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს და ამის შემდეგ გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია. მისივე თქმით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო. 29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაცია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნესსექტორი პირველ რიგში, აუცილებელია გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს. დარწუმნდეს, რომ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია ვებპორტალზე. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი, აუცილებელია ამ ეტაპის გავლა. ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული რეკომენდაციები განთავსებული არის საკანონმდებლო მაცნეზე და ნომერი არის 01 149 ო ბრძანება. ასევე ხელმისაწვდომია ჯანდაცვის ვებგვერდზე, ისევე როგორც ვებსაიტზე Stopcov.ge“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)