|
2020-04-30 11:41:57, 1685 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ტურიზმი განსაკუთრებული დარგია და მისი კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაც ასეთივე მიდგომას საჭიროებს
მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი პირველი სექტორული განხილვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაში, რომელიც ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობდა, სექტორის 70-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, გიდებისა და სხვა ტურისტული მიმართულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. შეხვედრაზე განხილული იყო როგორც მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და პროექტები, ასევე დარგის წინაშე კრიზისის შედეგად დამდგარი პრობლემური საკითხები, რომელიც სექტორს დღეს აწუხებს, მათ შორისაა, საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია, საბიუჯეტო გადასახადების გადავადება, მთავრობის მხრიდან სტიმულირების პროგრამების და მიზნობრივი დახმარების გაწევა დარგის სხვადასხვა სეგმენტებისთვის და სხვ. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი დახმარების მექანიზმების შემუშავებაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმი ერთ-ერთი პირველი სექტორია, რომელსაც კორონავირუსის გავრცელებამ უდიდესი ზარალი მიაყენა. „ტურიზმი განსაკუთრებული დარგია და მისი კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაც ასეთივე მიდგომას საჭიროებს. დარგი ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მსხვილი დიდი კონტრიბუტორი და ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი იყო, ამდენად, სექტორის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, რათა მომზადდეს ერთიანი გაიდლაინები ტურისტული სერვისით დაკავებული კომპანიებისთვის. მინისტრის განცხადებით, ონლაინ შეხვედრაზე გამოიკვეთა ყველა ძირითადი პრობლემური საკითხი, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება შეხვედრები ცალკეულ სეგმენტებთან, რათა თითოეული პრობლემის გადაწყვეტა იყოს მკაფიოდ ადრესირებული და მიზნობრივი.
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)