12:02 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 19:59:20, 1896 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ სებასტიან მოლინეუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ონლაინ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის უფროსი ეკონომისტი ევგენი ნაიდოვი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად რჩება და მხარს დაუჭერს მთავრობის ღონისძიებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, რომლებიც აუცილებელია ქვეყანასა და მოსახლეობაზე პანდემიით გამოწვეული ზემოქმედების შესასუსტებლად.

თავის მხრივ, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს შექმნილ კრიზისულ ვითარებაში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ახალ ინსტრუმენტებზე, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე და მიკროგრანტების პროგრამაზე, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაშია ასახული და ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკთან შემდგომი თანამშრომლობა და მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics