|
2020-04-28 15:28:15, 1504 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - ჩვენ მზად ვართ ხვალვე დავიწყოთ მოწყვლადი ჯგუფების, მოხუცების და შშმ პირების ტესტირება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო მზად არის მოწყვლადი ჯგუფების, როგორიცაა მოხუცთა თავშესაფრები, პანსიონატები სადაც შშმ პირები არიან განთავსებულნი მათი ტესტირება ხვალიდანვე დაიწყონ. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მზადყოფნისა ზუსტ თარიღს დოკუმენტური პროცედურის დასრულების შემდეგ დაასახელებენ. „ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენ კლინიკურ ჯგუფთან და ყველა კლინიკის ხელძღვანელთან, რომელბიც უკვე დიდი ხანია ჩართულნი არიან კოვიდ ინფექციასთან ბრძოლაში, განვიხილეთ დეტალები თუ რა შედეგბი აქვთ მათ და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი, როგორც პაციენტების მკურნალობის პერიოდში ასევე იმ საწოლ ფონდთან მიმართებაში, რომელიც დღეს-დღეობით არის მობილიზებული. ამ წუთებში ჩვენ განვიხილავთ თუ რომელი იქნება შემდეგი ჯგუფი, რომელიც იქნება ჩართული გაფართოებული ტესტირების ფარგლებში და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცთა თავშესაფრები და პანსიონატები სადაც შშმ პირები არიან მოთავსებულები, როგორც ბავშვები ასევე მოზარდები, ჩაერთვებიან ტესტირებებში, რათა მოხდეს ამ ჯგუფების დეტალური შესწავლა და არ მოხდეს ამ იმფექციის შემთხვევით გავრცელება, რაც იქნება სარისკო ამ ჯგუფებისთვის. რეალურად ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ტესტირება ხვალიდან, მაგრამ გარკვეული დოკუმენტური პროცედურის დასრულების შემდეგ ჩვენ თარიღს ზუსტად გამოვაცხადებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)