21:19 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 13:22:12, 1906 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

„2020 წლის 28 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ კი, 141 500 000 ლარი შეადგინა.

„მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.720 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics